შპს ,,თეგეტა ენერჯის“ მიერ ქ. რუსთავში საბურავების აღდგენის (გადაკვრა) საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენის აღდგენა და განთავსება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,თეგეტა ენერჯი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №24
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2026 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი №20)
წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/922715ee-ce0b-4e40-9337-e7dbcb85c6b0
