სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 220 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) „წყალტუბო-ლაჯანური“-ს მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 220 კვ ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა- ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ცაგერის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 2 დეკემბერი, 12:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.გუმბრას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 2 დეკემბერი, 14:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. რიონის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ოჯოლას საჯარო სკოლის შენობა
- 2026 წლის 3 დეკემბერი, 14:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. საჩხეურის სკოლის შენობა
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e7896a74-fd4b-432f-9119-2c5827a7f89c
