შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ სკრინინგის განცხადება - ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქ. №39-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.02.020) და რუსთაველის ქ. №44-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.01.001), სამშენებლოდ განვითარების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქ. №39-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.02.020) და რუსთაველის ქ. №44-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.01.001), სამშენებლოდ განვითარების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

დამგეგმავი ორგანო: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 14 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქ. №39-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.02.020) და რუსთაველის ქ. №44-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.23.01.001), სამშენებლოდ განვითარების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.