სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები - მდ. რიონზე 56.9 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ალპანა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ალპანა ენერჯი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები:
- 2022 წლის 21 ოქტომბერი 11:00 საათი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოგიშის სარიტუალო დარბაზი;
- 2022 წლის 21 ოქტმობერი 15:00 საათი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ღვარდიას ყოფილი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების (კლუბის) შენობა (საზოგადოების თავშეყრის ადგილი);
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე:eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.