შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დროის ცვლილების შესახებ - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (რეგიონალური ნაგავსაყრელის) მშენებლობა-ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

2022 წლის 27 აპრილს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა სკოპინგის განცხადება, რომელიც ეხება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (რეგიონალური ნაგავსაყრელის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას. აღნიშნული პროექტის სკოპინგის ნგარიშის საჯარო განხილვის ჩანიშვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო: 2022 წლის 19 მაისს, 11:00 სთ-ზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34021).

 

 

მიმდინარე წლის 18 მაისს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება N04/185, რომლის მიხედვით კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტების მისიებში კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობისა და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო განხილვაზე დასწრების შეუძლებლობის გამო, კომპანია ითხოვს ჩანიშნული საჯარო განხილვის ერთი კვირის ვადით გადადებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 19 მაისის ნაცვლად, 2022 წლის 3 ივნისს 13:00 სთ-ზე.