გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 22 სექტემბერს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობასა და ექსპლუატაციას. (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/814).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის N 21/5849 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.