შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ სკრინინგის განცხადება - ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

დამგეგმავი ორგანო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი ქობულეთი

ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 3 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.

ამასთან, ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წლის 13 ივნისის წერილით წარმოდგენილი (იხ. ელ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/254) იქნა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 12 ივლისის №21/3396 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის (იხ. ელ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/455) თაობაზე.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.