გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „გია_2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 13 ივლისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „გია_2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/402).
სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 20 სექტემბერს N 21/5429 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/766)
გაცნობებთ, რომ შპს "გია_2019-ის" მიერ, 2022 წლის 3 ოქტომბერს (წერილი N5275) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).