შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ, არსებული 220 კვ ძაბვის ეგხ „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანება და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

 


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  220 კვ ძაბვის ეგხ „არაგვის“ რეკონსტრუქცია/გაორჯაჭვიანება და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თბილისის და მცხეთის მუნიციპალიტეტები; 


დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები დაგეგმილია 2022 წლის 28 ოქტომბერს:


  • 11:00 საათი, სოფელი გლდანი, კულა გლდანელის სახელობის  საჭიდაო დარბაზი;


  • 15:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;


  • 17:00 საათი, მცხეთის  მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქანდას საჯარო სკოლის შენობა;



“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.


საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.


წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის  პირველი ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).


ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.