გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - მარნეულის მუნიციპალიტეტში, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს” 18,5 კმ სიგრძის 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 18,5 კმ სიგრძის 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
2022 წლის 14 ნოემბერი 12:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.