შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ „11 მგვტ სიმძლავრის „რაჭა ჰესის“ ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 9 ნოემბრის №2-908 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პირობის ცვლილების შესახებ განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა დასაბუთებული შუამდგომლობა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ 11 მგვტ სიმძლავრის „რაჭა ჰესის“ ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 9 ნოემბრის №2-908 ბრძანებით დამტკიცებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, 2014 წლის 25 მარტის №12 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მე-3 პირობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. აღნიშნულ განცხადებასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).