გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. ბათუმში, შპს „ქვიშა ბათუმის” მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამუშავება
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ქვიშა ბათუმის” მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება ქ. ბათუმში, შპს „ქვიშა ბათუმის” მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამუშავების პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/936).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 27 ოქტომბრის N 21/6429 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.