შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - ქ. თერჯოლაში, შპს "რუსელოისის" სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (მანგანუმის მადნის გამდიდრება) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

 

შპს "რუსელოისის" მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქ. თერჯოლაში, სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (მანგანუმის მადნის გამდიდრება) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტს (იხ. ბმული).

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 28 ოქტომბრის №21/6472 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.