სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „საქენერგოს“ მდ. ხრამზე 9.2 მგვტ სიმძლავრის ხრამი 7 ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციისა და 35 კვ ეგხ-ის გაყვანის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქენერგო“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2022 წლის 18 ნოემბერი 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქოსალარის საჯარო სკოლის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.