„შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2-26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პირობის ცვლილების შესახებ განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა დასაბუთებული შუამდგომლობა „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2-26 ბრძანებაზე თანდართული 2015 წლის 18 ივნისის №31 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირველ პირობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. აღნიშნულ განცხადებასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).