გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. არახვეთში შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ ქვეშეთი-კობის გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, N1 სამშენებლო ბანაკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. არახვეთში ქვეშეთი-კობის გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, N1 სამშენებლო ბანაკის ჩამდინარე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაცი (იხ. ბმული).
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ წერილობით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.