შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ ვებინარი „შავი ზღვის აწმყო და მომავლის პერსპექტივები” გაიმართა

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ,  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად,  ონლაინ ვებინარი თემაზე  „შავი ზღვის აწმყო და მომავლის პერსპექტივები” შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა.

ვებინარზე დარგის სპეციალისტებმა  და პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ზღვის სარეწაო რესურსების მდგომარეობა საქართველოს სანაპირო წყლებში, ევროკავშირის წყლის პროექტები შავი ზღვის სანაპირო წყლების კვლევის გაუმჯობესებისათვის, ასევე, საზოგადოების ინფორმირებულობა და გარემოსდაცვითი ცნობიერება საზღვაო ნარჩენების შემცირებისა და შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად.