შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისთვის საჭირო საკალიბრაციო ხელსაწყოებით აღიჭურვა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისთვის საჭირო საკალიბრაციო კომპლექსის  პორტატიული,  მაღალი სიზუსტის საკონტროლო ხელსაწყოები შეიძინა.

ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, სინოტივის და მზის რადიაციის მზომი ხელსაწყოები საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში, განთავსებულ მეტეოროლოგიურ სადამკვირვებლო პუნქტებზე სხვადასხვა პარამეტრის შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის გლობალურ ქსელში გასავრცელებელი ინფორმაციის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას.

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. აღჭურვილობის ღირებულებამ 166 374 ლარი შეადგინა.