გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურში იმყოფებოდნენ

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით, ქ. ანკარაში,  თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილებზე დაათვალიერეს ანკარის საავიაციო მეტეოროლოგიური ცენტრი, მეტეოროლოგიური რადარი, აეროლოგიური სადგური და გამზომი ხელსაწყოების საკალიბრაციო ლაბორატორია.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის მხრიდან,  გამოითქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საქართველოსთან რადარული მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიის,  ამინდის პროგნოზის მოდელების დანერგვის და მეტეოროლოგიური პარამეტრების გამზომი ხელსაწყოების კალიბრირების მიმართულებით.

თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურთან დაგეგმილი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ამინდის პირობებზე დამოკიდებული დარგების - სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის მეტეოროლოგიური ინფორმაციული მომსახურების ეფექტიანობის გაზრდას.