შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდრომეტეოროლოგიის სპეციალისტებისთვის საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს.

ექსპერტების საქართველოში ვიზიტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების“ ფარგლებში განხორციელდა.  

ტრენინგებზე, მონაწილეებმა გვალვის კომპოზიტური ინდექსების საკითხები განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მდ. სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზების წყალდიდობის რუკების მომზადებისათვის საჭირო ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელების შემოწმება და სრულყოფა განხორციელდა. სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ექსპერტების ჩართულობით,  წყალდიდობის რუკების მომზადების სამომავლო გეგმები, საველე და კამერალური სამუშაოების თანმიმდევრობა და სხვადასხვა მდინარის აუზებისთვის მეთოდური ნაწილიც განიხილეს.