შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება მიმდინარეობს

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ერთ-ერთი კომპონენტის (პროექტის) განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატურ და 1 მობილურ სადგურს შეიძენს. პროექტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა და ჰაერის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მიმდინარე ეტაპზე, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ მომზადებულია ტექნიკური დავალება და ჩატარებულია ბაზრის კვლევა, ასევე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტების მომზადება შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს.