შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, თამარ ფიცხელაური წარუდგინა.

თამარ ფიცხელაურს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

ინსტიტუციური გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გეგმავს.