გარემოს ეროვნული სააგენტო

,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელო საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორისათვის” პროექტის თაობაზე

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი „ევროკავშირი გარემოსთვის” (EU4Environment), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარებას მწვანე ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და გარემოსდაცვითი რისკების შემცირების საკითხებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, 2018 წელს სამინისტროს მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორული სახელმძღვანელოს შემუშავება. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება საქმიანობის განმახორციელებლებს, დამგეგმავ ორგანოებს და საკონსულტაციო კომპანიებს დოკუმენტაციის მომზადებაში, დაინტერესებულ საზოგადოებას - პროცედურების შესახებ ინფორმაციის, ხოლო სააგენტოს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღნიშნული სახელმძღვანელოს პროექტთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ელ. ფოსტის მისამართზე:eia@mepa.gov.ge