შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მონიტორინგის მიზნით, 11 შერჩეულ არეალზე შესაბამისი სისტემები დამონტაჟდება

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე საველე კვლევებს ახორციელებენ. კვლევების შედეგების საფუძველზე, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, 11 შერჩეულ არეალში თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საფრთხეების ინსტრუმენტული  მონიტორინგული ქსელის გაუმჯობესებას. 

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრებისა და კლიმატით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.