შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის, მორიგი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” განხორციელება დაიწყო.

პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებასა და პროგნოზირებაში, ასევე, ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაში მხარდაჭერა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის შექმნა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესაფერისი პოლიტიკის შემუშავება საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებას წარმოადგენს.