შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი  დაიწყო.

მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას, სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასა და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების  და პროექტის ექსპერტების მიერ,  კვლევები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და  სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიებზე, წინასწარ შერჩეულ საკვლევ წერტილებზე განხორციელდა. მიღებული შედეგების საფუძველზე, მოხდება საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება.