შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ფიცხელაურთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, დელეგაციის წევრებს, სამსახურების საქმიანობისა და ბოლო წლებში მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

შეხვედრას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიის სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

მხარეებმა აღნიშნულ შეხვედრაზე სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.