შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების ვიზიტი იტალიაში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს უფროსის მოადგილე  თეიმურაზ მთივლიშვილი და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ.

ქართული დელეგაციის წევრები იტალიის რეგიონულ გარემოს დაცვის სააგენტოს ARPA Campania გენერალურ მენეჯერს,  სტეფანო სორვინოს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართული მხარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის და მოდელირების მიმართულებით  ARPA Campania-ის  საქმიანობას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები  ქ. რიმინის მწვანე ტექნოლოგიების გამოფენაზე „Ecomondo“ იმყოფებოდნენ. აღნიშნული გამოფენა ევროპაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა ტექნოლოგიური და სამრეწველო ინოვაციების გაზიარების კუთხით. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, გამოფენის ფარგლებში გამართულ სემინარებსაც დაესწრნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვაში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება.