შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები განიხილეს

ლიცენზიები

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ, უახლოეს ხანებში, დაიწყება აკვაკულტურის ზონების დასრულებული ვერსიის შეთანხმების პროცესი, რის შემდეგაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ზონების პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

გარემოს ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით,  საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, აქტიურად მუშაობს.