შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

მდინარეების რიონისა და ენგურის სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში,  მდინარე რიონისა და ენგურის აუზებისთვის მართვის გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში,  მხარეებმა წარმოადგინეს  მდ. რიონისა და მდ. ენგურის სააუზო მართვის  შემუშავების ვადები და გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. სააუზო მართვის გეგმების შემუშავების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას, სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასა და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვას.