შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სანდიეგოს სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი ლაბორატორიაში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას სანდიეგოს სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.

სტუდენტებმა, ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, პრაქტიკულ სამუშაოებში, მათ შორის წყლის ბიოლოგიურ და ქიმიურ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია სისტემატურად მასპინძლობს  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა  და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც  გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია. 

ლაბორატორიაში წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.