შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების კვლევებისთვის უახლესი საველე ჰიდროგეოლოგიური აპარატურით აღიჭურვა

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების კვლევებისთვის უახლესი საველე ჰიდროგეოლოგიური აპარატურით აღიჭურვა.

თანამედროვე აპარატურა მიწისქვეშა მტკნარ სასმელ წყლებში ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრებისა და აზოტოვანი ნაერთების შემცველობის საველე პირობებში განსაზღვრის საშუალებას იძლევა. აღჭურვილობის საშუალებით, ქვეყნის მასშტაბით  ჭაბურღილების, საყოფაცხოვრებო ჭებისა და წყაროების მონიტორინგი ეტაპობრივად განხორციელდება.

სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ უახლესი აღჭურვილობის ფუნქციონირებისა და გამოყენების შესახებ სპეციალური ტრენინგები  ჩაუტარდათ.

თანამედროვე პორტატული აპარატურის საშუალებით განხორციელებული კვლევები მნიშვნელოანია, რათა  ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი მიწისქვეშა წყლების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივითა და საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამით (NEAP4) არის გათვალისწინებული.