შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქ. ვანკუვერში გამართულ გლობალურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ფიცხელაურმა, სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კლიმატის რისკის ინსტიტუტისა (CRI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქ. ვანკუვერში გამართულ გლობალურ ფორუმში „კლიმატის ცვლილების რისკის და საფრთხეების შეფასება ინფრასტრუქტურისთვის" მიიღო მონაწილეობა.


ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების მართვის საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ.

სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებს ქართულმა მხარემ საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასების გამოცდილება და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ფორუმს, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.