გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამხარეო ადმინისტრაციებს საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი წარუდგინა
გეოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი მომზადდა „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“, რომელშიც ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.
აღნიშნული ბიულეტენი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სპეციალისტებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყების ძირითადი საქმიანობებისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, ასევე, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის მხარეებში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2023 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.