შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილება გაიზიარეს და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების დანერგვის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ხუთდღიანი ონლაინ ტრენინგი  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ხანგრძლივობა 13 თვეა და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებაში, „ზუმ“ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და დაბინძურების წყაროების წილის განაწილებაში, ასევე ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაში მხარდაჭერა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და, ამასთანავე, მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემების დანერგვაა.