2023 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი
ჰიდრომეტეოროლოგია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-29) 2023 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი მომზადდა.
პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ზაფხულის სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +42, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს.