შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს გეოლოგებმა საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მეწყრულ ტერიტორიები დაათვალიერეს

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, საერთაშორისო ექსპერტმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით ლოკალური ტერიტორიისთვის მეწყრის საფრთხის დეტალური რუკის მომზადების საკითხზე.

ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა, ექსპერტთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს  ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 11 მეწყრული ტერიტორია, სადაც პროექტის მხარდაჭერით თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს. სისტემის საშუალებით ხდება მეწყრული დეფორმაციების მაღალი სიზუსტით დაფიქსირება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების, ისე ინფრასტრუქტურული და სამეურნეო საქმიანობის სწორი დაგეგმვისთვის.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.