შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოში ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფებოდა

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ავსტრიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც სააგენტოში სამუშაო ვიზიტით   იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ბუნებრივი საფრთხეების მართვის სისტემის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სააგენტოს საქმიანობასა და საქართველოში არსებულ გეოლოგიური საფრთხეების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერფრიდ გრუბერიმ საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.