შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

დასავლეთ ზონის ჰაერის დაბინძურების წყაროების წილის განაწილება დასრულდა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს დასავლეთ ზონის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების წილის განაწილება განახორციელა.

აღნიშნული საქმიანობა ითვალისწინებს დაბინძურების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და დადგენას, თუ რა წილი შეაქვთ ამ წყაროებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონეებში.

ევროკავშირის „ჰაერის ხარისხის“ დირექტივის (2008/50/EC) თანახმად, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება და დაბიძნურების წილის განსაზღვრა საჭიროა ჰაერის ხარისხის გეგმების შესამუშავებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ხუთ ზონად და ერთ აგლომერაციად, ხოლო უშუალოდ დასავლეთ ზონაში მდებარეობს ქუთაისი, ასევე. ინდუსტრიული ქალაქები ზესტაფონი და ჭიათურა.