გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლების და სკოლის მოსწავლეების მიერ, გონიოსა და გრიგოლეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება განხორციელდა.
მოსწავლეებმა, ასევე, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული, ზღვის დაბინძურების წყაროებთან დაკავშირებით, შემეცნებითი ლექციაც მოისმინეს.
კამპანიის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისთვის ადგილობრივ დონეზე შეხვედრაც გაიმართა, რომლის მიზანს, შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
აღნიშნული ღონისძიებები ევროკავშირისა (EU funded Marine Litter MED II Project) და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის (BSC) და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.