შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს თანამშრომლებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ქვეპროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების წილის განაწილების მეთოდოლოგიას და იმ ტექნიკურ ოპერაციებს გაეცნენ, რომლებიც  ექსპერტებმა საქართველოს დასავლეთ ზონის ჰაერის დაბინძურების წყაროების წილის განაწილების პროცესში გამოიყენეს.

საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე, მოამზადეს ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელიც სააგენტოს თანამშრომლებს ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება.

აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.