სააგენტოს სპეციალისტები ქ. ოსლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ნორვეგიის წყლისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ქ. ოსლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში არსებულ თანამედროვე პრაქტიკას ადგილზე გასცნობოდნენ, ხოლო საველე გასვლების დროს, სპეციალისტებმა სტიქიების შედეგად დაზიანებული უბნები და მათი აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
მხარეებმა შეხვედრებზე ერთმანეთს ჰიდროლოგიური სერვისების, სისტემებისა და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, ჰიდროენერგეტიკისა და ბუნებრივი საფრთხეების მართვის მიმართულებით არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.