შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს განცხადება გეოლოგიური სტიქიური პროცესების შესახებ

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.