სააგენტოს სპეციალისტებმა სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თურქეთში, ქ. ანტალიაში გამართულ ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში მეთევზეობის სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა.
თევზის ფორუმი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელზეც რეგიონში მეთევზეობასა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
მომხსენებლებმა ხუთდღიან კონფერენციაზე რეგიონულ მეთევზეობაში ოკეანის დათბობის ეფექტისა და ადაპტაციის შესაძლო სტრატეგიების შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე და მეთევზეობის უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე იმსჯელეს.
აღნიშნული ფორუმი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის გენერალური მეთევზეობის კომისიის (GFCM) მიერ იყო ორგანიზებული.