შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ქ. ზუგდიდში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გაიხსნა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგური დაემატა.

ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნა ლიბერგთან ერთად  გახსნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაგა კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები ეტაპობრივად აისახება გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე - www.air.gov.ge.