შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სლოვაკი ექსპერტების ვიზიტი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, საერთაშორისო განვითარებისთვის  თანამშრომლობის სლოვაკეთის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დაინსტალირება და დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ.

სლოვაკი ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგი თეორიულ სწავლებას და გაზ-ქრომატგრაფზე პრაქტიკულ ლაბორატორიულ საქმიანობას მოიცავდა. მონაწილეები ასევე, წყლის ხარისხის  ორგანული მახასიათებლების კვლევებს გაეცნენ.

აღნიშნული აქტივობები ხელს  უწყობს სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ექსპერტების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბრატისლავაში სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (STUBA) შორის გაფორმებლი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.