შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი იმერეთისა და სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციას წარუდგინა

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა იმერეთისა და სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი წარუდგინა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.

ბიულეტენში, ასევე, შეტანილია გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ბიულეტენში ასახული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია განვითარებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვისთვის, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მიერ სწრაფ და კოორდინირებულ მუშაობას, სალიკვიდაციო სამუშაოებში მყისიერ ჩართვას და მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.

ბიულეტენი ყველა შესაბამის უწყებაშია გაგზავნილი. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის გაცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.