შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ონლაინ სემინარი გაიმართა

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გარემოსათვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში გამართულ ონლაინ სამუშაო სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

 სემინარის თემა იყო „ინოვაციები წყლის მართვაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა  პრეზენტაციები გააკეთეს იმ პროგრესის შესახებ, რომლის მიღწევაც ქვეყნებმა ბოლო წლებში შეძლეს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოების მიმართულებით.

სემინარზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ და  მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსმა მარინა მგელაძემ პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე „ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგის განხორციელება შერჩეული აუზებისათვის“.

აღნიშნული ონლაინ შეხვედრა პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციის „გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის“ (UNECE) მიერ იყო ორგანიზებული.