სააგენტოში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ.
ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები თეორიულ სწავლებას, მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყო გაზ-ქრომატოგრაფზე პრაქტიკულ ლაბორატორიულ საქმიანობას, ასევე, წყლის ხარისხის ორგანული მახასიათებლების ანალიზის დანერგვას მოიცავდა.
ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (STUBA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, სლოვაკეთის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული ტიპის აქტივობები ხელს უწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.