შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

2025 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი

ჰიდრომეტეოროლოგია

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-31) 2025 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი მომზადდა.

პროგნოზის მიხედვით,  ზაფხულის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ზაფხულის სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ  +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს.

შესაძლებელია აგრეთვე, სეზონის ცალკეულ პერიოდებში, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდი - თბური ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები აღინიშნოს.